შემოქმედებითი ინკუბატორის მისიაა ადგილობრივ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია არსებული შესაძლებლობებისა და ღონისძიებების შესახებ, ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა კარიერული წინსვლისათვის საჭირო მასალებზე

შესაძლებლობები

გაეცანით ყველა შესაძლებლობას, რომელსაც გთავაზობთ შემოქმედებითი ინკუბატორი

ჩვენ შესახებ

ციფრული ჰაბის ისტორია

ციფრული ჰაბი/პლატფორმა დაარსდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე 2023 წელს, პროექტის „ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“ საფუძველზე, რომელიც დაფინანსებულია ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

ზემოაღნიშნული პროექტი შემუშავებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის 2022-2026 სამოქმედო გეგმის საპასუხოდ, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგებში.

პროექტის ავტორები და განმახორციელებლები არიან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ა(ა)იპ ქრიეითივ სპარკ.

ციფრული ჰაბის მისია

ჩვენი მისიაა ადგილობრივ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია არსებული შესაძლებლობებისა და ღონისძიებების შესახებ, ასევე მიეცეთ თავისუფალი წვდომა კარიერული წინსვლისათვის საჭირო მასალებზე, ტრენინგებზე, კურსებსა და ვიდეო ჩანაწერებზე, რაც დადებითად აისახება მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების ამაღლებაზე.

ციფრული ჰაბის/პლატფორმის მიერ შეთავაზებული სპეციალური სერვისი „დაკავშირება“ (Connect) მეშვეობით შექმნილი ინდივიდუალური პროფილების საშუალებით კი, შესაძლებელი გახდება გრძელვადიან პერსპექტივაში საინტერესო თანამშროლობისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა.

პარტნიორი ორგანიზაციები

დაგვიკავშირდით

შემოქმედებითი ინკუბატორი

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საქართველო, 2100 ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. #14
(0 415) 00 00 00
zssuedu@gmail.com