კონკურსი სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკავშირის პროექტის EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია გამოავლიონოს სტუდენტური/ ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 20 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე:

მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას ქ. N14 ან ელექტრონული დოკუმენტის სახით უნივერსიტეტის ელ-ფოსტაზე: zssuedu@gmail.com