სტუდენტთა ინოვაციური მხარდაჭერის საგრანტო ფონდი დაარსდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“, ,,ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026“ და სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტთა ინოვაციური მხარდაჭერის საგრანტო ფონდი დაარსდა. საგრანტო ფონდის მიზანია ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული სტუდენტური/ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა და დაფინანსება; სტუდენტების ახალგაზრდების გამოცდილებისა და მოტივაციის გაზრდა.

საგრანტო ფონდი ყოველწლიურად გამოავლენს და დააფინანსებს სტუდენტურ/ახალგაზრდულ პროექტებს, რომლებიც ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.