სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდა. საგრანტო ბიუჯეტი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე შეადგენს 2500 ლარს. გამარჯვებული პროექტების ავტორები უნივერსიტეტის რექტორმა დააჯილდოვა.

კონკურსის მიზანია გამოავლიონოს სტუდენტური/ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.