შეგახსენებთ, რომ პროექტი „ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“, ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.
ზემოაღნიშნული აქტივობების ფარგლებში, დაარსდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „შემოქმედებითი ინკუბატორი“. შემოქმედებითი ინკუბატორის მიზანია, სტუდენტებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი და მეწარმეობითი უნარჩვევების განვითარება და მათი ინოვაციური იდეების და პროექტების სტიმულირება, წახალისება და ხელშეწყობა.