საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს ახალი განაცხადების მიღებას.
„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა ან/და მეცნიერებმა).
დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: