ტრენინგ-სემინარების თეორიული ნაწილი თემებზე: „შემოქმედებითი და სამეწარმეო განათლება“ და „პერსონალური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარება“

🇪🇺🇬🇪 28, 29, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორივე ცენტრში – ზუგდიდსა და სენაკში, ჰიბრიდულ რეჟიმში ერთდროულად გაიმართა ტრენინგ-სემინარების თეორიული ნაწილი თემებზე: „შემოქმედებითი და სამეწარმეო განათლება“ და „პერსონალური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარება“.

🇪🇺🇬🇪 პრაქტიკული ნაწილი კი გაიმართება ფიზიკურ ფორმატში, შემდეგ კვირას. მათ ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება, მაგრამ დიდი სურვილი აქვს დაესწროს შემოგვიერთდით დასწრება თავისუფალია.

🇪🇺🇬🇪 ტრენინგებზე ერთდროულად დარეგისტრირებული იყო 69 პირი.

✅ როგორც იცით, ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე შემოთავაზებული საგანმანათლებლო კურსები ეხება სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, შემოქმედებით სექტორში მოღვაწე პირებს.

🔷 პროექტი „ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“, ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.