ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში, 2023 წლის 5 დეკემბერს ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი თემაზე „პროექტების განხორციელება და მართვა“. შეხვედრას ესწრებოდა ფიზიკური სახით 23, ხოლო ონლაინ რეჟიმში 9 სტუდენტი.
აღნიშნული შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია და დამტკიცებულია ევროკავშირის პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.
შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისა და უახლეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობებისა და შესაძლებლობების შესახებ, და გაიმართა ტრენინგი პროექტების შემუშავებისა და მართვის თემაზე. შეხვედრას უძღვებოდა კულტურის პოლიტიკის ექსპერტი ელინა გედენიძე.