ტრენინგი თემაზე “პერსონალური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარება”

🇪🇺🇬🇪 ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში, 2023 წლის 6 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „პერსონალური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარება“. ტრენინგის ფარგლებში გაეცნენ საპროექტო ნიმუშს და განიხილეს პროექტების წერის ტექნიკა. შეხვედრას ესწრებოდა 28 სტუდენტი.

🇪🇺🇬🇪 აღნიშნული შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის და ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია და დამტკიცებულია ევროკავშირის პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.

🇪🇺🇬🇪 პროექტი „ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“, ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.