შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.
სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისათვის, და შემოქმედებით სექტორში მოღვაწე პირთათვის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მოიცავს 3 მიმართულებას: შემოქმედებითი და სამეწარმეო განათლება; პერსონალური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარება; NFT-ის საფუძვლები.
აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში, მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე “NFT-საფუძვლების“ კურსზე რეგისტრაცია გრძელდება.
ტრენინგის ხანგრძლივობა – 13 დეკემბერი-29 დეკემბერი.
ტრენინგის თეორიული ნაწილის პირველი ეტაპის თარიღი:
13 დეკემბერი. 19:00 საათი.
15 დეკემბერი. 19:00 საათი.
რეგისტრაცია დასრულდება 13 დეკემბერს, 16:00 საათზე.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე:
https://forms.gle/6rCNRMQ3pUqEQ9cx8
ტრენინგ-სემინარი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა GOOGLE MEET-ის მეშვეობით.
ტრენინგ-სემინარის დეტალური პროგრამა გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.