მიიღე მონაწილეობა ზუგდიდის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევაში!
კვლევას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ფარგლებში ჩართული ორგანიზაციის “ქრიეითივ სპარკ”-ის საექსპერტო გუნდი.
გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ საჯარო კითხვარი, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. https://forms.gle/s2DeJ1NBeKwRDtA99
გახსოვდეთ, რომ კვლევაში თქვენი მონაწილეობა უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთო სურათის წარმოჩენას, გამოწვევების, საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის დიაგნოსტირებასა და იდენტიფიცირებას!