14-15 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი “NFT-ის საფუძვლების“ თეორიული ნაწილის პირველი ეტაპი.
Web 1.0 (The Static Web); Web 2.0 (The Social Web); Web 3.0 (The Semantic Web or Decentralized Web) გაცნობასა და მიმოხილვას დაეთმო პირველი ეტაპი. ასევე, NFT ტექნოლოგიის იდენტიფიცირებას, როგორც კულტურის ალტერნატიული სფერო; როგორ მუშაობს NFT-ები; NFT-ის გამოყენების შემთხვევების მაგალითები და სხვა. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდა ტრენერი სალომე ჭინჭარაული. შეხვედრას ესწრებოდა 15 სტუდენტი.
ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.