“NFT-ის საფუძვლების“ დასკვნითი ნაწილი

23 დეკემბერს უნივერსიტეტში, ზუგდიდის შემოქმედიბითი ინკუბატორის ბაზაზე ჩატარდა “NFT-ის საფუძვლების“ დასკვნითი ნაწილი (პრაქტიკული).

14-22 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა კურსის თეორიული ნაწილი. ტრენინგ სემინარს უძღვებოდა ტრენერი სალომე ჭინჭარაული.

ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.