საგანმანათლებლო კურსი – „მარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე მიმდინარე წლის 27 მარტიდან, სტუდენტებისათვის, ახალგაზრდებისათვის და შემოქმედებით სექტორში მოღვაწე პირთათვის გაიმართება საგანმანათლებლო კურსი – „მარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში“. კურსს წარუძღვება ელინა გედენიძე, კულტურის პოლიტიკის ექსპერტი.