15 აპრილს გაიმართა გამარჯვებული იდეის ავტორების დაჯილდოვების ცერემონია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესაბამისად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის კონკურსში სამი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა.

  • “დაკარგული სიმები”- ხალხური მუსიკალური საკრავების შექმნის ხელობის შენარჩუნება/ხელშეწყობა/პოპულარიზაცია;
  • “საბავშვო სივრცე”- უნივერსიტეტის მშობელი სტუდენტების ხელშეწყობა მათი მცირეწლოვანი შვილებისათვის საბავშვო სივრცის უზრუნველყოფის გზით;
  • “ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო“ – სახელოსნო სივრცის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ხელობით დაინტერესებული სტუდენტების შემოქმედებით რეალიზებასა და არტ-თერაპიის ხელმისაწვდომობას უნივერსიტეტის ბაზაზე.

პროექტს „EU4Culture“ ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.