ევროკავშირის პროექტის „EU4Culture“ სტუდენტთა ინოვაციების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული იდეა – ,,ერთი დღე კოლხეთში“.
ახალი ცოდნის შექმნის, სწავლისა და კვლევის ინტეგრაციის გზით, პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა ინტერდისციპლინური კვლევა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, სტუდენტებში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროექტი ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით მიღებული შედეგების გამოყენებას, კომერციალიზაციის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას.
ფილმი წარმოადგენს კვლევის შედეგს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც სასწავლო რესურსი და სწავლებისა და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ინოვაციური მეთოდი.