ტრენერთა გადამზადების პროგრამა არტ მენეჯმენტში

მიმდინარე წლის 17 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, Შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის 2022-2026 ფარგლებში, წინასწარი რეგისტრაციისა და სამოტივაციო წერილების წარმოდგენის საფუძველზე, შერჩეული სტუდენტები გადამზადდებიან ტრენერებად არტ მენეჯმენტის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი დაარსდა ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.

გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება 3 ივნისს და გაგრძელდება 14 ივნისამდე. უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს/პირს რომელსაც მონაწილეობა მიუღია მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ორგანიზაციული მოწყობის ტრენინგებში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე – https://forms.gle/69C7g9J6gfBnQgtG8

არტ მენეჯმენტის პროგრამას გაუძღვება კულტურის დამოუკიდებელი ექსპერტი ელინა გედენიძე და ზუგდიდის კულტურის განვითარებს სტრატეგიის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ფარგლებში ჩართული ორგანიზაციის “ქრიეთივ სპარკ”-ის საექსპერტო გუნდი.


Comments

Leave a Reply