Month: August 2023
-

კონკურსი სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკავშირის პროექტის EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია გამოავლიონოს სტუდენტური/ ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 20 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე: მატერიალური…
-

სტუდენტთა ინოვაციური მხარდაჭერის საგრანტო ფონდი დაარსდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“, ,,ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026“ და სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტთა ინოვაციური მხარდაჭერის საგრანტო ფონდი დაარსდა. საგრანტო ფონდის მიზანია ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული სტუდენტური/ახალგაზრდული პროექტების…
