საინფორმაციო შეხვედრა და სასწავლო სემინარი თემაზე „კულტურის სფეროში არსებული კონკურსები და შესაძლებლობები“

📣📣საინფორმაციო შეხვედრა და სასწავლო სემინარი თემაზე „კულტურის სფეროში არსებული კონკურსები და შესაძლებლობები“.

🇪🇺🇬🇪 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში მხარდაჭერილი ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, პარტნიორ ორგანიზაციასთან – Creative Spark თანამშრომლობით, აგრძელებს სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ციკლს, რომელიც განკუთვნილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებისათვის, ასევე კულტურის საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

✨ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 5 წლიანია და შემუშავდა ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრების, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მიერ, Creative Spark (საქართველო), Creative Strategies Lab (საქართველო), Creativity Lab (ესტონეთი) და Culture Venture (მალტა) მჭიდრო თანამშრომლობით.

📅 სტრატეგიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და სასწავლო სემინარი 25 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება, თემაზე – „კულტურის სფეროში არსებული კონკურსები და შესაძლებლობები“.

🎯 შეხვედრის პირველ ნაწილში მოხდება ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში გამოცხადებული და დაგეგმილი კონკურსების შესახებ პრეზენტაცია, რომლის დროსაც მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციასა და ინსტრუქციას კონკურსებში მონაწილეობის პირობების, წესებისა და კრიტერიუმების შესახებ.

📝შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

👇შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/nkmwkkfBWm19QbHQA

⏰#რეგისტრაცია გაგრძელდება 24 ნოემბრის 18:00-საათამდე.

📌დამატებთი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგმართეთ შემდეგ მისამართზე: zugdidi4culture@gmail.com