ბლოგერებისა და ინფლუენსერების კონკურსი – წარმოაჩინე ზუგდიდი, როგორც ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი

‼️ ბლოგერებისა და ინფლუენსერების კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა!

🌟 ბლოგერებისა და ინფლუენსერების კონკურსი – წარმოაჩინე ზუგდიდი, როგორც ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

📸 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ააიპ ქრიეითივ სპარკთან თანამშრომლობით, ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, აცხადებს ბლოგერებისა და ინფლუენსერების კონკურსს!

👩‍💻👨‍💻 თუ ხარ კრეატიული, გიყვარს წერა და მოგზაურობა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

🏆 მიიღე მონაწილეობა კონკურსში: „წარმოაჩინე ზუგდიდი, როგორც ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი“, წარმოადგინე ბლოგის და/ან საიმიჯო ვიდეო რგოლის კონცეფცია და გახდი საპრიზო ფონდით გათვალსწინებული ფულადი პრიზის მფლობელი. საპრიზო ფონდის საერთო რაოდენობა შეადგენს 5 000 ევროს, წარმოდგენილი კონცეფციების თემებისა და აქტუალობის გათვალისწინებით შეირჩევა 1-დან 5 გამარჯვებულამდე.

💡 კონკურსის მიზანია – ზუგდიდის კულტურისა და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, როგორც ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის მიმართულებით, ასევე კულტურული და შემოქმედებითი ტურიზმის თვალსაზრისით.

👉 საკონკურსო თემები:

💬 ზუგდიდი – ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი – შემოქმედებითობა და ტრადიციული რეწვა ზუგდიდსა და რეგიონში, ადგილობრივი ხელოვანებისა და რეწვის ოსტატების, ხელნაკეთი ნივთების შექმნის ისტორიის, განსაკუთრებული ტექნოლოგიის, ტრადიციებისა და თანამედროვე გამოყენების შესაძლებლობების წარმოჩენა;

💬 ზუგდიდი – კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციის ქალაქი – ზუგდიდის მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი მემკვიდრეობის და კულტურულ-ტურისტული ღირსესანიშნაობებისა და სტუმარმასპინძლობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

💬 ზუგდიდი – გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი – ზუგდიდისა და რეგიონის მრავალფეროვანი და მდიდარი გასტრონომიული კულტურის, კულინარიული ტრადიციებისა და კერძების, ადგილობრივი წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და მათი მოყვანისა თუ მომზადების წეს-ჩვეულებების, ასევე სუფრისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

🚀 კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა, მოთხოვნილი ინფორმაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zugdidi4culture@gmail.com

2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

🔎 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 👇

https://rb.gy/2mwujh