კურსი „მარკეტინგი მცირე სამეწარმეო სექტორში“ ფარგლებში 2 აპრილს მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების პლატფორმების შესახებ.
ასევე, ჩაერთვებიან ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ეკატერინე ჯოლოგუა – ეკო ხელნაკეთი.eco handmade ( https://www.facebook.com/ecohandmadee ) და დამწყები კერამიკოსი ხელოვანი ნათია ზამთარაძე, ( https://www.facebook.com/pottarea ) რომლებიც მსმენელებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს – მათ მიერ განვლილი გზის, შესაძლებლობებისა და დაბრკოლებების, ასევე თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.